ფეხბურთი

23:25 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "კვარაცხელია ბრწყინვალე ბიჭია, მასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით"

პარი სენ-ჟერმენისა და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

დონარუმამ, რომელიც ნეაპოლელია, ახალ თანაგუნდელზე იხუმრა, რომ მას ნეაპოლიტანურ დიალექტზე ესაუბრება. ჯიჯო დარწმუნებულია, რომ პსჟ ხვიჩასთან ერთად უფრო ძლიერი იქნება.

„მასთან იტალიურად საუბარი დავიწყე, უფრო სწორედ ნეაპოლიტანურად (იღიმის - რედ). ხვიჩამ რამდენიმე სიტყვა იცის. ბრწყინვალე ბიჭია და ნამდვილად დაეხმარება ჩვენს გუნდს, რომელიც ისედაც ძლიერია, მაგრამ მასთან ერთად კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით“, - ციტირებს დონარუმას სიტყვებს ჯანლუკა დი მარციოს საიტი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ერთი კვირის წინ შეუერთდა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. კვარას დებიუტი პსჟ-ში სავარაუდოდ, 25 იანვარს, რეიმსთან მატჩში შედგება.

0.110929