ფეხბურთი

22:13 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სანტოსი" ნეიმარის ტრანსფერის დადასტურებას იანვრის ბოლომდე გეგმავს

ბრაზილიური "სანტოსი" იანვრის ბოლომდე "ალ ჰილალის" თავდამსხმელ ნეიმარის შეძენის შესახებ გამოცხადებას აპირებს. ამის შესახებ Globo იტყობინება.

წყაროს ცნობით, ბრაზილიურმა კლუბმა უკვე შეუკვეთა დიდი რაოდენობით მაისურის მომზადების საჭიროება სახელწოდებით - ნეიმარი. გარდა ამისა, „სანტოსის“ მენეჯმენტი ვარსკვლავის ტრანსფერისთვის ახალი სპონსორების მოზიდვაზე მუშაობს.

ხაზგასმულია, რომ ბრაზილიური კლუბის შრომითი ხელშეკრულება ნეიმართან 2026 წლის ივნისამდე იქნება გათვლილი. იმისთვის, რომ ნეიმარი „სანტოსის“ ფეხბურთელი გახდეს, თავდამსხმელს „ალ-ჰილალთან“ კონტრაქტის გაწყვეტა სჭირდება. თუმცა, არაბულ კლუბს სურს, რომ ნეიმარმა ხელფასის 65 მილიონი დათმოს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „სანტოსის“ აღზრდილია. მან ბრაზილიურ გუნდში 225 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 136 გოლი გაიტანა და 64 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.117099