დღეს, 23 იანვარს, გერმანული „აინტრახტის“ ეგვიპტელი შემტევი, ომარ მარმუში, „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
„სიტის“ სპორტულმა დირექტორმა ჩიკი ბეგირისტაინმა მის ტრანსფერზე ისაუბრა
„ომარი გამოცდილი და არაჩვეულებრივი თავდამსხმელია. მოხარული ვარ, რომ ის ჩვენთან გადმოვიდა. მას გამორჩეული სეზონი ჰქონდა და ყოველ ჯერზე, როცა ვუცქერდით, თამაშებზე გავლენას ახდენდა.
მარმუშს აქვს ყველა ის თვისება, რაც უმაღლესი კლასის თავდამსხმელს მოეთხოვება. გამორჩეული სიჩქარე და კონცენტრაცია. ძალიან ეფექტურია კარის წინ. მას ასევე შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში, რაც ნამდვილად ღირებული აქტივია.
ეჭვი არ მეპარება, რომ პეპთან (გვარდიოლასთან) და სამწვრთნელო შტაბთან მუშაობა „სიტიში“ დაეხმარება მას თავისი დიდი შემტევი ნიჭის შემდგომ განვითარებაში", - ციტირებს ბეგირისტაინის სიტყვებს „სიტის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 25 წლის მარმუშმა „აინტრახტის“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.