ფეხბურთი

11:07 | 23.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ უპასუხა შეკითხვას „მანჩესტერ სიტის“ მძიმე მდგომარეობასა და ჩემპიონთა ლიგიდან შესაძლო გავარდნის შესახებ

„მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურში პსჟ-სთან მარცხის შემდეგ (2:4) გუნდის პლეი- ოფში გასვლის შანსებზე ისაუბრა.

„თუ ბოლო მატჩი არ მოვიგეთ, მაშინ რომელ პლეი-ოფზე შეიძლება ვისაუბროთ? ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას. ეს არის რეალობა, არ გვაქვს საკმარისი ქულები და ეს უნდა მივიღოთ. ბოლო შანსი გვაქვს „ბრიუგესთან“ საშინაო მატჩში... აუცილებლად მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. შედეგის მისაღწევად ბურთის აბსოლუტური კონტროლი დაგვჭირდება..." - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლას გუნდი სატურნირო ცხრილში 25-ე ადგილზეა, რაც ინგლისურ გუნდს პლეი-ოფში გასვლის საშუალებას არ აძლევს. მე-8 ტურის გადამწყვეტ თამაშში ინგლისური კლუბი საკუთარ სტადიონზე ბელგიურ „ბრიუგეს“ შეხვდება.

0.103878