პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-7 ტურის „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (4:2) საკვანძო მომენტი დაასახელა. შეგახსენებთ, რომ თავიდან პარიზელები ანგარიშით 0:2 აგებდნენ.
„პირველი ტაიმის შემდეგ მეგონა, რომ მაღალ ტემპს გავუძლებდით და ფეხბურთელებს ვუთხარი უფრო თამამად ემოქმედათ. მოულოდნელად ორი გოლი გავუშვით. მაგრამ გუნდმა რწმენა და სული შეინარჩუნა. პირველი გოლი, რომელიც ბარკოლას მოქმედებით დაიწყო, საკვანძო გახდა, მან ახალი სცენარი გახსნა. იმ მომენტიდან ჩვენ „მანჩესტერ სიტიზე“ ბევრად ძლიერები ვიყავით“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Lequipe.
ტურნირის საერთო ეტაპის ბოლო ტურში პსჟ „შტუტგარტს“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 იანვარს გაიმართება.