„ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელის ძებნას აგრძელებს და მთავარი ვარიანტი ისევ ალეხანდრო გარნაჩოა, მაგრამ ჯერჯერობით, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შეთანხმებას კლუბი ვერ ახერხებს.
ბოლო ცნობებით, „ნაპოლისთვის“ ალტერნატიული ვარიანტი „დორტმუნდიდან“ კარიმ ადეიემის ტრანსფერია, რომლის იჯარით გაშვებაზე გერმანული გუნდი თანახმაა. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
კარიმ ადეიემი „დორტმუნდში“ 2022 წლიდან თამაშობს და 79 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი.