„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი კაილ უოკერი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს. მხარეები შეთანხმდნენ.
34 წლის მცველს იტალიაში სულ მალე ელოდებიან, რის შემდგომაც ის კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. ინგლისელის ხელფასი „მილანში“ სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.
უოკერმა „სიტის“ დატოვება თავად ისურვა და კლუბები თანამშრომლობის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კაილ უოკერმა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან 319 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის ლონდონის „ტოტენჰემში“ თამაშობდა.