ფეხბურთი

18:03 | 22.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კეილორ ნავასი არგენტინულ გუნდში გადავიდა

ვეტერანი კოსტარიკელი მეკარე კეილორ ნავასი კარიერას „ნიუელს ოლდ ბოიზში“ გააგრძელებს.

38 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი არგენტინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი წლის ბოლომდე გაფორმდა.

ნავასი გასული ზაფხულიდან მოყოლებული თავისუფალი აგენტია. გამოცდილ ფეხბურთელს „საპრისაში“, „ალბასეტეში“, „ლევანტეში“, „რეალში“, პსჟ-სა და „ნოტინგემში“ აქვს ნათამაშები.

0.11756