ფეხბურთი

16:53 | 22.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი:"რეალიდან ჩემი ნებით წასვლაზე არასდროს მიფიქრია"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ზალსბურგთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გმართა, სადაც მომდევნო მატჩზე ისაუბრა, მან ასევე კომენტარი მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლაზეც გააკეთა.

"რეალიდან წასვლა? ამაზე არ მიფიქრია და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. აქაურობა მიყვარს და ჩემი ნებით რეალის დატოვებას არ ვაპირებ. ვიცი, რომ ერთ დღეს ეს დღე დადგება, მაგრამ მინდა მომდევნო 4 წელი ეს კლუბი კიდევ გავწვრთნა."

"მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, ქულის დაკარგვის უფლება არ გვაქვს და მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში." - განაცხადა ანჩელოტიმ.

გეტყვით, რომ ესპანურ პრესაში ბოლო პერიოდში აქტიურად იწერებოდა, იმის შესახებ, რომ ანჩელოტი სეზონის ბოლოს მადრიდის "რეალს" დატოვებდა.

მადრიდის "რეალისა" და "ზალსბურგის" მატჩი დრეს გაიმართება. "სამეფო კლუბს" 6 ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში 9 ქულა აქვს და 22-ე ადგილზეა.

0.123861