ფეხბურთი

11:43 | 22.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "ნაპოლიმ კვარაცხელიას შემცვლელად სწორედ ეს ფეხბურთელი უნდა იყიდოს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის ბოდკასტში "ნაპოლისა" და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

იტალიელმა "ნაპოლის" ხელმძღვანელობას კვარაცხელიას შემცვლელად ბერგამოს "ატალანტას" ფეხბურთელის ადემოლა ლუკმენის შეძენა ურჩია.

"ალეხანდრო გარნაჩო კარგი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი უნარები აქვს, თუმცა ვფიქრობ ის გამოუცდელია და არასტაბილური. მე, რომ ნაპოლის ადგილას ვიყო კვარაცხელიაში აღებული 75 მილიონით, ადემოლა ლუკმენს ვიყიდდი, მასში 40-45 მილიონს გადავიხდიდი და თან, რასპადორსაც შევთავაზებდი, ასე ორივე მხარე მოგებული იქნებოდა. ვფიქრობ კვარაცხელიას ლუკმენი კარგად შეცვლის, რადგან ნიგერიელს სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს, მას გააქვს უამრავი გოლები და საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. არჩევანის გაკეთება, რომ გარნაჩოსა და ლუკმენს შორის მიწევდეს, აუცილებლად ლუკმენს ავირჩევდი." - განაცხადა კასანომ.

გეტყვით, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში გადასვლის შემდეგ, აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ "ნაპოლი" ქართველის შემცვლელად სწორედ არგენტინელ ფეხბურთელს ალეხანდრო გარნაჩოს განიხილავს.

0.120783