ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიაში მიმდინარე ოეირაშის ჩელეჯერზე იღებს მონაწილეობას. მან პირველივე წრეში მოლდოველი ჩოგბურთელის რადუ ალბორტის დამარცხება შეძლო და ტურნირის მერვედფინალში გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ალბორტის დამარცხება ორ სეტში (6:3,6:4) შეძლო. ქართველის მეტოქე მერვედფინალში პორტუგალიელი ჯაიმე ფარიასა და შვეიცარიელ მარკ-ანდრე ჰუესლერს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობაზე იღებდა მონაწილეობას, მან ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა, სადაც პირველივე მატჩში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.