NBA-ში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქი", ქართველის გუნდი ამჯერად სტუმრად "ტორონტო რაპტორს" დაუპირისპირდა და 109:93 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი "ორლანდომ" კარგად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 5 ქულიანი უპირატესობით გავიდა. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, სადაც მასპინძლებმა ძალიან კარგი პერიოდი ჩაატარეს და 20 ქულიანი სხვაობით 40:20 მოიგეს, რამაც შეხვედრის ბედი გადაწყვიტა, საბოლოო ანგარიში კი, 109:93 დაფიქსირდა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ორლანდოს" მხრიდან პაოლო ბანჩერო გახდა, რომელმაც 31 წუთში ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა, მის ანგარიშზე 26 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა.
გოგა ბითაძემ აღნიშნული მატჩი კვლავ ტრავმის გამო გამოტოვა, მან დაზიანება 13 იანვარს "ფილადელფიასთან" გამართულ მატჩში მიიღო. მისი დაბრუნების თარიღი, ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ "ორლანდოს" 23 მოგება და 22 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. გოგას გუნდი მორიგ შეხვედრას 24 იანვარს გამართავს, სადაც მისი მეტოქე "პორტლენდი" იქნება.