ფეხბურთი

10:21 | 22.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "გიჟური მატჩი იყო, ფეხბურთი ამიტომ გვიყვარს"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ბენფიკასთან“ დრამატული გამარჯვების (5:4) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, გიჟური მატჩი იყო და ხალხს ფეხბურთი სწორედ ამიტომ უყვარს.

"გიჟური მატჩი იყო. ყველაზე პოზიტიური ის ხასიათია, რაც ვაჩვენეთ. ჩვენ დავბრუნდით და ეს უბრალოდ გასაოცარია. ეს არის ფეხბურთი და ამიტომ გვიყვარს ის. არა მგონია, ოდესმე თუ განმიცდია ასეთი ქამბექი, ეს წარმოუდგენელია.

პირველ ტაიმში არც ისე კარგად ვითამაშეთ. კონტრშეტევებზე მეტოქე ძალიან ძლიერი იყო და პირველი გოლი გაიტანა. ძალიან ღრმად მოგვიწია დაცვა, არასწორ პოზიციებზე ვიყავით. მეორე ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით. ამ ქამბექში ძალიან დაგვეხმარა ცვლილებები.

შჩესნი? რომელი მოთამაშე არ უშვებს არასოდეს შეცდომებს? არა უშავს, ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვმარცხდებით. საქმე მხოლოდ ერთ მოთამაშეს არ ეხება. ძალიან მნიშვნელოვანია „ვალენსიასთან“ და „ატალანტასთან“ მატჩებზე ფოკუსირება. არ ვიფიქროთ, რომ შეგვიძლია დასვენება“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე 18 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ბოლო ტურში ბერგამოს „ატალანტას“ უმასპინძლებს.

0.116667