ფეხბურთი

2:00 | 22.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიას "სლოვანის" მე-7 მარცხი ჩემპიონთა ლიგაზე

ჩემპიონთა ლიგაზე გურამ კაშიას „სლოვანმა“ მორიგი მარცხი განიცადა, ამჯერად შინ „შტუტგარტთან“ – 1:3. ქართველმა მცველმა გუნდს უკაპიტნა, 90 წუთი იყო მოედანზე და ყვითელი ბარათი მიიღო.

გერმანელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს, მეორე ნახევარში ვლადიმირ ვაისის გუნდმა შეამცირა სხვაობა, თუმცა მალევე მესამე გაუშვა და პირველი ქულა ვერ მოიპოვა.

„სლოვანი“ უქულოდ 35-ე ადგილზეა და ბოლო მატჩს „ბაიერნს“ ესტუმრება. „შტუტგარტს“ 10 ქულა აქვს და 21-ე ადგილზეა, ბოლო ტურში „პარი სენ-ჟერმენს“ უმასპინძლებს.

0.116557