ინგლისის ჩემპიონშიფის 28-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე „პრესტონ სიტისთან“ დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.
„პრესტონი“ მეორე ტაიმის სტარტზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, რასაც მასპინძლებმა ბოლოს როკო ვატას პრესტიჟის გოლით უპასუხეს და 1:2 წააგეს.
მცირე ტრავმის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნდა, მან შეცვლაზე ითამაშა, 53-ე წუთიდან, თუმცა გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი და 5-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„უოტფორდი“ 41 ქულით მერვე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 იანვარს, „ქოვენთრი სიტის“ ესტუმრება.