ჩოგბურთი

19:02 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა ალკარასს აჯობა და ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალშია (+VIDEO)

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა.

პირველი სეტი ესპანელმა 6:4 მოიგო, მაგრამ ამის შემდეგ ნოვაკი კოტრზე დომინანტი გახდა, მეტოქეს აჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ნოლემ მეტოქეს 4:6, 6:4, 6:3, 6:4 სძლია.

შეხვედრა 3 საათსა და 35 წუთს გაგრძელდა. 37 წლის ჯოკოვიჩს 5, ხოლო ალკარაზს 10 ეისი ჰქონდა, გარდა ამისა ნოვაკმა 3 და კარლოსმა 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ATP-ის მე-7 ნომერს, რომელსაც ავსტრალიის ღია პირველობა 10-ჯერ აქვს მოგებული, მიმდინარე ტურნირზე 5 დაპირსპირებიდან სამი 3:1 აბგარიშით, ხოლო ორი 3:0 მოიგო.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე გერმანელი ალექსანდრ ზვერევი იქნება, რომელმაც ამერიკელი ტომი პაული ასევე ოთხ სეტში, 7:6, 7:6, 2:6, 6:1 დაამარცხა.

0.12412