ფეხბურთი

20:19 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმიდან“ 19 წლის შემტევი ნახევარმცველი ტომ ბიშოფი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ბიშოფი მიმდინარე სეზონის ბოლომდე „ჰოფენჰაიმში“ დარჩება, სადაც კონტრაქტს ამოწურავს და 1 ივლისიდან „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მან „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ტომ ბიშოფი „ჰოფენჰაიმის“ აღზრდილია, სადაც დღემდე 51 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

0.1364