ფეხბურთი

17:33 | 21.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "კვარაცხელია ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია და ფეხბურთის ჩვენს იდეას შეესაბამება"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი გააკეთა.

როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კვარა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც პსჟ-ს სათამაშო იდეებს ერგება.

„ვფიქრობ, ის არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი მაღალი დონე „ნაპოლისა“ და ეროვნულ ნაკრებში დაამტკიცა. ჩვენს სათამაშო მოდელს შესანიშნავად ერგება. დიდებული სათამაშო თვისებები აქვს, შეუძლია 9 ნომრის პოზიციაზე თამაშიც. ძალიან მრავალმხრივი ფეხბურთელია, აქვს დაცვითი უნარებიც, რადგან ჩვენ შეტევა გვიწევს 11 ფეხბურთელით და დაცვაშიც 11 ფეხბურთელით ვთამაშობთ. ფურცელზე ფეხბურთის ჩვენს იდეას შეესაბამება“, - თქვა ესპანელმა.

„პარი სენ-ჟერმენი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. ექვსი ტურის შემდეგ პსჟ-ს მხოლოდ 7 ქულა აქვს, 25-ე ადგილზეა და სერიოზული საფრთხე ემუქრება, რომ 24 გუნდში ვერ მოხვდეს, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფაზის დარჩენილ ორ ტურში თამაშის უფლება არ აქვს, პსჟ-ს ამ ტურნირზე მიმდინარე სეზონში მხოლოდ პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში დაეხმარება. ქართველს ფრანგულ გუნდში დებიუტი 25 იანვარს, „რეიმსის“ წინააღმდეგ უნდა ჰქონდეს.

0.117972