ფეხბურთი

2:05 | 21.01.2025 | ნანახია 1116 - ჯერ

"ჩელსიმ" პრემიერლიგაში მოუგებელი სერია შეწყვიტა

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „ვულვზს“ უმასპინძლა, რომელიც 3:1 დაამარცხა და პრემიერლიგაში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

„ჩელსი“ 24-ე წუთზე ადარაბიოს გოლით დაწინაურდა, რასაც სტუმრებმა პირველი ტაიმის მიწურულს უპასუხეს, თავი დოჰერტიმ გამოიჩინა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მეორე ტაიმში ენცო მარესკას გუნდმა მეტოქეს მაინც აჯობა და გამარჯვება მოიპოვა. გოლი ჯერ მარკ კუკურელიამ გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში ნონი მადუეკემ დააფიქსირა.

„ჩელსი“ 40 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 იანვარს, „მანჩესტერ სიტის“ სტუმრად დაუპირისპირდება. „ვულვზი“ 16 ქულით მე-17 ადგილზეა და პრემიერლიგაში დასარჩენად იბრძვის.

0.124401
1116