„უოტფორდის“ ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გამოჯანმრთელდა და „პრესტონ სიტისთან“ უახლოეს მატჩში ალბათ ითამაშებს.
სამედიცინო გამოკვლევამ კარგი პასუხი რომ აჩვენა, ინგლისური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ დაადასტურა:
„გიორგის სკანირებამ ნამდვილად დადებითი პასუხი აჩენა და დიდი ალბათობით, ის ხვალ ითამაშებს“, - თქვა ქლევერლიმ.
შეგახსენებთ, რომ ბარძაყის კუნთის მცირე პრობლემის გამო გიორგი ჩაკვეტაძემ „დერბი ქაუნთისთან“ ბოლო შეხვედრა გამოტოვა. მას ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ხუთჯერ საგოლე პასი მიითვალა.