22 წლის ფეხბურთელმა ლევან ოსიყმაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა და სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ისრაელის ჩემპიონატში მოასპარეზე ჰაპოელ "ჰადერაში" ითამაშებს.
აღნიშნული ინფორმაცია "ჰადერასის" გვერდმა დაადასტურა. გეტყვით, რომ ლევან ოსიყმაშვილი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, მას ასევე ქუთაისის "ტორპედოშიც" უთამაშია.
ოსიყმაშვილმა "დინამოს" მაისურით გასულ სეზონში 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
"ჰადერა" 18 ტურის შემდეგ 13 ქულას აგროვებს და ისრაელის მიმდინარე ჩემპიონატში ბოლო, მე-14 ადგილზე იმყოფება.