UFC 311 -ზე მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ორთაბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა.
ქართველი "მანქანა" აღნიშნულ ბრძოლაში 500 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს, რასაც დაემატება ბონუსის სახეთ 50 000 დოლარი, რადგან მერაბისა და უმარის ჩხუბი, საღამოს ყველაზე სანახაობრივ ორთაბრძოლად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილს UFC-ში უკვე ზედიზედ მე-12 გამარჯვება დაუგროვდა, საერთო ჯამში კი, მისი MMA-ს რეკორდი 19-4-ზეა.