NBA-ს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა, "სან ანტონიო", რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს სტუმრად "მაიამი ჰიტს" ესტუმრა და 21 ქულიანი სხვაობით 128:107 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნულ შეხვედრაში პარკეტზე 9 წუთი გაატარა, რა დროშიც მამუკელაშვილმა 4 ქულის 1 მოხსნის და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "მაიამის" მხრიდან კელილ უეარი გახდა, რომელმაც 25 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ "სან ანტონიოს" 19 მოგებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებს.