„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავად თამაშობს და ისტორიაში მეოთხე სკუდეტოსკენ დამაჯერებლად მიიწევს.
მორიგ ტურში ანტონიო კონტეს გუნდმა უშუალო კონკურენტი „ატალანტა“ სტუმრად 3:2 დაამარცხა. ბერგამოდან ნეაპოლში დაბრუნებულ გუნდს კაპოდიკინოს აეროპორტში 5 000-მდე გულშემატკივარი დახვდა, რომლებმაც ფეხბურთელებს საოცარი დახვედრა მოუწყვეს.
ავტობუსიდან „ნაპოლის“ ფეხბურთელები ტელეფონით ქომაგებს ვიდეოებს უღებდნენ, ხოლო ჯოვანი სიმეონე ინსტაგრამზე სულაც პირდაპირ ეთერში იყო. სწორედ ამ ვიდეოში ისმის ჯაკომო რასპადორის სიტყვები, რომელიც ამბობს: „ვიდეო კვარას გაუგზავნე“.
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“ დატოვა და „ატალანტასთან“ პირველი მატჩი იყო ნეაპოლელებისთვის მას შემდეგ, რაც ქართველი გუნდიდან წავიდა.