ფეხბურთი

23:50 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

დელე ალი სერია A-ში ითამაშებს

ინგლისელი ფეხბურთელი დელე ალი „კომოში“ ითამაშებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

ალიმ იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. 28 წლის ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასის ხელმძღვანელობით ითამაშებს.

დელე ალი ბოლოს „ბეშიქთაშის“ ღირსებას იცავდა, ხოლო მანამდე „ევერტონსა“ და „ტოტენჰემში“ აქვს ნათამაშები. 2015-2019 წლებში ინგლისის ნაკრებში მან 37 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა.

0.112756