ფეხბურთი

23:10 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიმ" "იფსვიჩი" გაანადგურა

ინგლისის პრემიერლიგის 22-ე ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „იფსვიჩ თაუნი“ 6:0 გაანადგურა.

პეპ გვარდიოლას გუნდმა პირველივე ტაიმში ფილ ფოდენის დუბლისა და მატეო კოვაჩიჩის გოლებით გადაწყვიტა მატჩის ბედი, ხოლო მეორე ნახევარში ჟერემი დოკუმ, ერლინგ ჰოლანდმა და ჯეიმს მაკტიმ გაიტანეს.

„მანჩესტერ სიტი“ 38 ქულით მეოთხე ადგილზეა. ბოლო ხუთ ტურში პეპის ბიჭებმა 11 ქულა მოიპოვეს, ხოლო მომდევნო ტურში 25 იანვარს, „ჩელსის“ უმასპინძლებს.

0.125458