სხვა

13:05 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია ისლამ მახაჩევს: "თუ მომინდება, შემიძლია დაგასრულო"

UFC-ის ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ილია თოფურია მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც მან დაწერა, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება:

„მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ! ვამაყობთ შენით. ასე ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულ ჭიდაობას ხვდება“, - დაწერა ილიამ სოციალურ ქსელში.

თოფურიამ სოციალური ქსელით ისლამ მახაჩევსაც მიმართა:

„ისლამ, თუ მომინდება, შემიძლია დაგასრულო. თუ მომინდება, შემიძლია დაგანოკაუტო და ამას ადვილად გავაკეთებ. მალე შევხვდებით“, - წერს ილია.

0.115277