უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან ბრძოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
უმარის აზრით, მას ბრძოლა არ წაუგია:
„ვფიქრობ, პირველი სამი რაუნდი მოვიგე, დანარჩენი ორი თანაბარი იყო. არ ვეთანხმები, რომ ეს ბრძოლა წავაგე, მაგრამ არა უშავს. პირველი რაუნდის შემდეგ ხელის ტრავმა მივიღე, მაგრამ ბრძოლა გავაგრძელე. რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყო, კარგსა თუ ცუდში, ყოველთვის ვიტყვი, მადლობა ღმერთს და ბრძოლას გავაგრძელებ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ წავაგე, მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. არაფერი გამკვირვებია, ვიცოდი, რომ მერაბი ძლიერი მებრძოლია, მაგრამ პირველ რაუნდში ხელი არ უნდა მომეტეხა“, - აღნიშნა ნურმაგომედოვმა, რომელმაც კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ს მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დაიცვა და მე-19 ბრძოლა მოიგო.