ფეხბურთი

15:20 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას პრეზიდენტი ინფანტინო დონალდ ტრამპს შეხვდა

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

„ჩემთვის პატივი იყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა მარ-ა-ლაგოში (ტრამპის კერძო რეზიდენცია) ფლორიდაში, მისი მომავალი ინაუგურაციის წინ. ჩვენ განვიხილეთ ამ ზაფხულის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და 2026 წლის მუნდიალი, ორი მართლაც გლობალური ტურნირი, რომელშიც შეერთებული შტატები ითამაშებს მთავარ როლს.

გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დროისა და მხარდაჭერისთვის ფიფას უახლოეს თვეებში. ამერიკა სტუმრებს მთელი მსოფლიოდან იღებს, ფეხბურთი კი მთელ მსოფლიოს აერთიანებს!“ – დაწერა ინფანტინომ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება. ტურნირის ჩვეული ფორმატი შეიცვლება: ეროვნული გუნდები 12 ოთხგუნდიან ჯგუფად დაიყოფიან, სადაც თითოეული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე სამ მატჩს გამართავს. თითოეული ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი და რვა საუკეთესო მესამე ადგილზე გასული გუნდი პლეი-ოფის ეტაპზე გავა.

მატჩების უმეტესი ნაწილი შეერთებულ შტატებში გაიმართება - 80 თამაშიდან 60, მეოთხედფინალიდან მოყოლებული ყველა ეტაპის ჩათვლით. კანადა და მექსიკა 10-10 მატჩს უმასპინძლებენ.

0.120243