ფეხბურთი

0:53 | 19.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: „15 შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, რომლებიც კლუბის ისტორიაში შევა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ესპანური ლა ლიგის მე-20 ტურის მატჩში „ლეგანესთან“ (0:1) დამარცხებაზე ისაუბრა. ამით დასრულდა „ატლეტიკოს“ 15-მატჩიანი მოგებების სერია ყველა ტურნირზე.

- ძალიან საწყენია?

- მოდით, ვილაპარაკოთ თანმიმდევრობით. 15 შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, რომლებიც კლუბის ისტორიაში შევა. ეს ძალიან სასარგებლო და ლამაზია. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ამ მიზნის მისაღწევად და ეს გამოგვივიდა ჩემპიონატში, თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე.

დღეს, პირველ ტაიმში, თითქოს გუნდი ახლოს იყო გოლის გატანასთან. იყო მომენტები, როცა უკეთესად შეგვეძლო მოქმედება.

მეორე ტაიმში, გოლის გატანის შემდეგ, „ლეგანესი“ ბევრად უკეთ იცავდა თავს და უფრო ორგანიზებულად მოქმედებდა. ჩვენ პენალტი მოვიპოვეთ ბოლო წუთზე მაგრამ ვერ გავიტანეთ. პირველ რიგში, მინდა მივულოცო ფეხბურთელებს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მათ დღემდე დახარჯეს. მაგრამ მცირე დეტალები არ მუშაობდა ჩვენს სასარგებლოდ.

- ფეხბურთელების მდგომარეობა როგორია? როგორ ხედავთ მომავალს?

- როცა მოგებას ეჩვევი, წაგება ძალიან რთულია. მოგება ძალიან სასიამოვნოა, სასარგებლოა, ბევრ დადებით სიტუაციას ქმნის. მაგრამ ხანდახან უნდა წააგო... ეს თამაშის ნაწილია, და უნდა მიიღო,“ - ციტირებს AS სიმეონეს სიტყვებს.

მატჩის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე „ლეგანესის“ მცველმა მატია ნასტასიჩმა გაიტანა. 90+1 წუთზე სტუმართა გუნდის ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა პენალტი ააცილა.

0.115094