გერმანული ბუნდესლიგის მე-18 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, ლევერკუზენის „ბაიერმა" მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
32-ე და 62-ე წუთებზე „ბაიერის“ ნახევარმცველმა ფლორიან ვირცმა დუბლი შეასრულა (მეორე გოლი პენალტით გაიტანა). 74-ე წუთზე მასპინძელთა შემტევმა, პატრიკ შიკმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0.
90+1-ე წუთზე კი „ბორუსიას“ ფორვარდმა ტიმ კლაინდიენსტმა ერთი საპასუხო ბურთი გაიტანა.
18 მატჩის შემდეგ „ბაიერი“ ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, 41 ქულით. მიონხენგლადბახის „ბორუსია“ ამდენივე მატჩის შემდეგ 24 ქულით მეთერთმეტეზე.
ლიდერი კი 45-ქულიანი მიუნხენის „ბაიერნია.“
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-18 ტური. 18 იანვარი: შტუტგარტი - ფრაიბურგი 4:0, ბაიერნი - ვოლფსბურგი 3:2, ჰაიდენჰაიმი - ზანქტ პაული 0:2, ბოხუმი - ლაიფციგი 3:3, ჰოლშტაინი - ჰოფენჰაიმი 1:3, ლევერკუზენი - გლადბახი 3:1.