ფეხბურთი

16:00 | 18.01.2025 | ნანახია 776 - ჯერ

კვარაცხელიას ტრანსფერი: პსჟ-ს, "ნაპოლის" და ზამთრის ფანჯრის ხუთეულებში

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი გახდა. ფრანგებმა „ნაპოლის“ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს და ქართველთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმეს.

კვარაცხელია პსჟ-ში ისტორიაში რიგით ყველაზე მეოთხე ძვირად შეძენილი ფეხბურთელია. პარიზელებმა უფრო მეტი თანხა მხოლოდ ნეიმარის, კილიან მბაპეს და რანდალ კოლო მუანის ტრანსფერებში გადაიხადეს.

პსჟ-ს ისტორიაში 10 ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი

1. ნეიმარი - ბარსელონადან, 2017 წელი, 220 მილიონი ევრო
2. კილიან მბაპე - მონაკოდან, 2017 წელი, 180 მილიონი ევრო
3. რანდალ კოლო მუანი - აინტრახტიდან, 2023 წელი, 95 მილიონი ევრო
4. ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლიდან, 2025 წელი, 70 მილიონი ევრო
5. აშრაფ ჰაკიმი - ინტერიდან, 2021 წელი, 68 მილიონი ევრო
6. გონსალო რამოში - ბენფიკადან, 2023 წელი, 65 მილიონი ევრო
7. ედინსონ კავანი - ნაპოლიდან, 2013 წელი, 64 მილიონი ევრო
8. ანხელ დი მარია - მანჩესტერიდან, 2015 წელი, 63 მილიონი ევრო
9. მანუელ უგარტე - სპორტინგიდან, 2023 წელი, 60 მილიონი ევრო
10. ჟოაო ნევეში - ბენფიკადან, 2024 წელი, 59 მილიონი ევრო

„ნაპოლის“ ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელების ხუთეული

1. გონსალო იგუაინი - 2016 წელი, იუვენტუსში, 90 მილიონი ევრო
2. ხვიჩა კვარაცხელია - 2025 წელი, პსჟ-ში, 70 მილიონი ევრო
3. ედინსონ კავანი - 2013 წელი, პსჟ-ში, 64 მილიონი ევრო
4. ჟორჟინიო - 2018 წელი, ჩელსიში, 57 მილიონი ევრო
5. კიმ მინ-ჯე - 2023 წელი, ბაიერნში, 50 მილიონი ევრო
6. კალიდუ კულიბალი - 2022 წელი, ჩელსიში, 42 მილიონი ევრო
7. ეზეკიელ ლავეცი - 2012 წელი, პარი სენ-ჟერმენში, 30 მილიონი ევრო
8. ალანი - 2020 წელი, ევერტონში, 25 მილიონი ევრო
9. ელიფ ელმასი - 2024 წელი, ლაიფციგში, 24 მილიონი ევრო
10. ფაბიან რუისი - 2022 წელი, პარი სენ-ჟერმენში, 22 მილიონი ევრო

იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში განხორციელებულ ტრანსფერებში ხვიჩა კვარაცხელიას გარიგება მეხუთე ადგილზეა ფასის სიძვირით. საუკეთესო ათეული ასეთია:

1. ფილიპე კოუტინიო - ლივერპულიდან ბარსელონაში, 135 მილიონი ევრო
2. ენცო ფერნანდესი - ბენფიკადან ჩელსიში, 121 მილიონი ევრო
3. ვირჯილ ვან დეიკი - საუთჰემპტონიდან ლივერპულში, 85 მილიონი ევრო
4. დუშან ვლაჰოვიჩი - ფიორენტინადან იუვენტუსში, 83 მილიონი ევრო
5-6. ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში, 70 მილიონი ევრო
5-6. მიხაილო მუდრიკი - შახტარიდან ჩელსიში, 70 მილიონი ევრო
7-9. გონსალო რამოში - ბენფიკადან პარი სენ-ჟერმენში, 65 მილიონი ევრო
7-9. ბრუნო ფერნანდეში - სპორტინგიდან მანჩესტერში, 65 მილიონი ევრო
7-9. ემერიკ ლაპორტი - ბილბაოდან მანჩესტერ სიტიში, 65 მილიონი ევრო
10. კრისტიან პულიშიჩი - დორტმუნდიდან ჩელსიში, 64 მილიონიე ევრო

კონკრეტულად იტალიის სერია A-ში ზამთრის (იანვრის) სატრანსფერო ფანჯარაში კვარაცხელიას ტრანსფერი რიგით ყველაზე მეორე ძვირადღირებულია, მხოლოდ დუშან ვლაჰოვიჩს ჩამორჩება.

1. დუშან ვლაჰოვიჩი - ფიორენტინადან იუვენტუსში, 83 მილიონი ევრო
2. ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლიდან პარი სენ-ჟერმენში, 70 მილიონი ევრო
3. დეიან კულუშევსკი - ატალანტადან იუვენტუსში, 39 მილიონი ევრო
4. ლუკაშ პაკეტა - ფლამენგოდან მილანში, 38 მილიონი ევრო
5. კშიშტოფ პიონტეკი - ჯენოადან მილანში, 35 მილიონი ევრო
6. ხუან კუადრადო - ფიორენტინადან ჩელსიში, 31 მილიონი ევრო
7. კრისტიან ერიკსენი - ტოტენჰემიდან ინტერში, 27 მილიონი ევრო
8. ნიკოლო როველა - ჯენოადან იუვენტუსში, 26 მილიონი ევრო
9. რადუ დრაგუშინი - ჯენოადან ტოტენჰემში, 25 მილიონი ევრო
10-12. კლარენს ზეედორფი - რეალიდან ინტერში, 24 მილიონი ევრო
10-12. ელიფ ელმასი - ნაპოლიდან ლაიფციგში, 24 მილიონი ევრო
10-12. კშიშტოფ პიონტეკი - მილანიდან ჰერტაში, 24 მილიონი ევრო
13. ადრიანო - პარმადან ინტერში, 23.4 მილიონი ევრო
14. სტანისლავ ლობოტკა - სელტადან ნაპოლიში, 23 მილიონი ევრო
15. ჰიდეტოში ნაკატა - პერუჯადან რომაში, 22 მილიონი ევრო

ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით, ხელფასის სახით სეზონში ბონუსებით 11 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ქართველის დებიუტი სავარაუდოდ, 25 იანვარს, "რეიმსის" წინააღმდეგ მატჩში შედგება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.122678