„პარი სენ-ჟერმენში“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შუამავალმა მიჩ ბაკსმა თქვა, რომ ტრანსფერზე 6 თვის განმავლობაში ხმაურის გარეშე მუშაობდნენ და საბოლოოდ, ყველაფერი წარმატებით დაასრულეს.
„დიდი ტრანსფერის მომზადებას დრო სჭირდება, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ. შკუმბინ ქორმემეტი და მთელი გუნდი, 6-თვიანი ჩუმი მუშაობა დიდებულად დასრულდა. მადლობა მამუკა ჯუღელს, ფეხბურთელს და მის ოჯახს, პატიოსნებისა და პატივისცემისთვის“, - თქვა თქვა ბაკსმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და სეზონში მისი ხელფასი ბონუსების ჩათვლით 11 მილიონი ევრო იქნება.