კალათბურთი

11:43 | 18.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "დაღლილიც რომ ვიყო, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო"

„ვირტუსის“ კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ მიუნხენის „ბაიერნთან“ გამარჯვების და MVP-ის ტიტულის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ქართველმა 20 ქულა, 6 მოხსნა და 6 პასი მიითვალა და ბოლონიელთა გამარჯვებაში (82:72) ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.

„მე უბრალოდ ჩემი გუნდის ნაწილი ვარ, გუნდია თამაშის MVP. ჩვენთვის ადვილი არ არის თამაში, როცა გუნდში ამდენი ტრავმაა, მადლობა უნდა ვუთხრა ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ბევრს მუშაობენ ჩემთვის, იმ სივრცისთვის, რომელსაც მაძლევენ. დაღლილიც რომ ვიყო, ყოველთვის ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო. ძალიან ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით. ადვილი არ იყო. „ბაიერნი“ შესანიშნავი გუნდია, საოცარი ატმოსფერო იყო. ჩვენმა მებრძოლმა სულისკვეთებამ თამაშში დაგვტოვა, ბოლო მეოთხედში მეტოქე ორ ქულაში მოგვიახლოვდა, მაგრამ ბრძოლა გავაგრძელეთ, გვჯეროდა და მწვრთნელი ამას გვთხოვს, რაც ჩვენამდე მოდის. ვფიქრობ, ეს იყო მთავარი“, - თქვა შენგელიამ.

„ვირტუსი“ 7 მოგებით 15 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში 23 იანვარს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.

0.114324