ევროლიგის 22-ე ტურში „ბასკონიამ“ ათენის „პანათინაიკოსი“ 91:77 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა კამარ ბოლდუინმა კარგი თამაში ჩაატარა და 31 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ბოლდუინმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„ბასკონია“ 9 მოგებით და 13 წაგებით მე-15 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 23 იანვარს „რეალს“ სტუმრად დაუპირისპირდება.