ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ბაიერნი“ 82:72 დაამარცხა.
იტალიურმა გუნდმა მეტოქეს ოთხივე პერიოდში აჯობა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.
თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო და მატჩის MVP გახდა. ქართველმა კალათბურთელმა 28 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 პასი და 2 დაფარება დააგროვა. თორნიკემ 11-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო.
„ვირტუსი“ 7 მოგებით 15 წაგებით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში 23 იანვარს, „მონაკოს“ უმასპინძლებს.