ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი ანდერ ერერა კარიერას „ბოკა ხუნიორსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ესპანელმა არგენტინულ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის დეკემბრამდე გააფორმა.
ერერა ბოლოს „ბილბაოში“ თამაშობდა, ხოლო სხვადასხვა დროს, „სარაგოსას“, „მანჩესტერ იუნაიტედის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი იყო.