ხვიჩა კვარაცხელია პარიზშია და სულ მალე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება, თუმცა, ლუის ენრიკე ამ თემაზე მედიასთან ჯერაც არ საუბრობს.
„ლანსთან“ მატჩის წინ მან ზოგადად, სატრანსფერო ფანჯარაზე გააკეთა კომენტარი:
„არ შეგვიძლია შეუზღუდავი რაოდენობით ტრანსფერები, პატივი უნდა ვცეთ ფინანსურ ფეარ პლეის, ამიტომ, ვიღაც რომ დავიმატოთ, საჭიროა - ვიღაც გავუშვათ. იმ დროში, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდეა დარჩენილი, მიზანია, რომ თითოეულ პოზიციაზე გვყავდეს ორი ფეხბურთელი და ყველას შეეძლოს თამაში. დღეს ველოდები თუ არა ვინმეს ტრანსფერს (ხვიჩა კვარაცხელიას - რედ)? ამაზე სათქმელი არაფერი მაქვს“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.