ფეხბურთი

17:37 | 17.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ბელგიის ნაკრებიდან დომენიკო ტედესკო გაათავისუფლეს

ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ტედესკო ბელგიის ნაკრებს 2023 წლიდან ედგა სათავეში, თუმცა წარუმატებლად, რაც მისი დათხოვნის მიზეზი გახდა.

ბელგიამ ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2 ფრე, 5 წაგება), ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მერვედფინალში გავიდა, ერთა ლიგაზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა 4 ქულით.

სავარაუდოდ, დომენიკო ტედესკოს რუდი გარსია შეცვლის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:28 | 19.11.2014
arturi-baierni (24493)

ისე მიდის საქმე მხოლოდ პეპის ამარა დავრჩებით

17:21 | 19.11.2014
chamilo (33560)

იმედია შენი ტრამვაც გუნდს ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის

0.067719