სტეფან სიკაჩი "დინამო თბილისში" დაბრუნდა. 36 წლის მოლდოველმა მეკარემ დედაქალაქურ გუნდთან ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და პორტუგალიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს შეუერთდა.
სიკაჩი დინამოში 2018-2019 წლებში თამაშობდა და თბილისური გუნდის მაისურით 20 შეხვედრა ჩაატარა. მან კარიერა ყაზახეთში გააგრძელა სადაც ორ-ორი წელი აკჟაიკისა და კაისარის ღირსებას იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ მოლდოველ მეკარეს საქართველოს ჩემპიონატში "დინამოს" გარდა ფოთის "კოლხეთში" და "სამტრედიაში" უთამაშია.