ფეხბურთი

13:19 | 17.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

ერლინგ ჰოლანდმა მანჩესტერ "სიტისთან" კონტრაქტი 2034 წლამდე გაახანგრძლივა

მანჩესტერ "სიტისა" და ნორვეგიელ ფეხბურთელ ერლინგ ჰოლანდს შორის შეთანხმება ახალ კონტრაქტზე მიღწეულია და ფეხბურთელი "სიტიში" 2034 წლამდე ითამაშებს.

აღნიშნულ ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა. მხარეებს შორის ახალი შეთანხმების მიხედვით, ჰოლანდი 9,5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და კვირაში მისი ანაზღაურება 500 000 -ი ფუნტი იქნება, რომელსაც ბონუსებიც დაემატება. აღნიშნული თანხა პრემიერლიგაში სარეკორდოა და ჰოლანდი ინგლისში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტიში“ 2022 წლიდან თამაშობს და დღემდე 114 შეხვედრაში 105 გოლის გატანა მოახერხა.

0.115995