მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში გავიდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა მერვედფინალში ვიგოს „სელტა“ დამატებით დროში 5:2 დაამარცხა.
„სამეფო კლუბმა“ პირველი ტაიმი კილიან მბაპეს გოლით მოიგო, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში ვინისიუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა. თუმცა, „სელტამ“ მატჩის მიწურულს მოახერხა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ბამბას და ალონსოს გოლებით და ძირითადი დრო 2:2 დასრულდა.
თუმცა, დამატებით დროში ანჩელოტის გუნდმა ისევ მოახერხა უპირატესობის მოპოვება. დუბლი შეასრულა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ენდრიკმა, ხოლო ერთი გოლი ფედერიკო ვალვერდეს ანგარიშზეა.
„რეალის“ მეტოქე ესპანეთის თასის მეოთხედფინალში მოგვიანებით წილისყრის შედეგად გაირკვევა.