„მანჩესტერ სიტი“ ფრანკფურტის „აინტრახიდან“ ომარ მარმუშს დაიმატებს. კლუბებს შორის საბოლოო შეთანხმება შედგა და ტრანსფერი მალე გაოფიციალურდება.
მარმუში „სიტისთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 80 მილიონი ევრო შეადგინა.
ის „სიტის“ მესამე ახალწვეულია მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ვიტორ რეისის და აბდუკოდირ ხუსანოვის შემდეგ. გარდა ამისა, ინგლისელებს „იუვენტუსიდან“ ანდრეა კამბიაზოს შეძენაც სურთ.
ომარ მარმუშმა მიმდინარე სეზონში „აინტრახტის“ მაისურით 26 მატჩში 20 გოლი გაიტანა, სულ კი, 67 თამაშში თავი 37-ჯერ გამოიჩინა. მანამდე ეგვიპტელი „შტუტგარტში“, „ზანკტ პაულიში“, „ვოლფსბურგსა“ და „ვადი დეგლაში“ თამაშობდა.