სერია A-ში დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელად „რომას“ შემტევი პაულო დიბალა დასახელდა.
არგენტინელმა ტიჯანი რეინდერსს (მილანი), ნიკოლო ბარელას (ინტერი), ნიკოლო როველას (ლაციო), შარლ დე კეტელარეს (ატალანტა) და დან ნდოიეს (ბოლონია) აჯობა, რომლებიც ნომინანტებში იყვნენ.
შეგახსენებთ, სერია A-ში თამაშისას თვის MVP-ის ტიტული ხვიჩა კვარაცხელიამ ოთხჯერ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სერია A-ში თვის MVP-ის 2019-2020 წლების სეზონიდან ასახელებენ და ოთხი გამარჯვებით კვარაცხელია რეკორდს დიბალასთან ერთად იყოფდა, მაგრამ ახლა არგენტინელმა ეს ჯილდო მეხუთედ მოიგო და კვარას გადაასწრო, რომელიც მეორე ადგილზეა.