ფეხბურთი

16:16 | 16.01.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ორ მცველს დაიმატებს, ერთი შეიძლება გოგლიჩიძე იყოს

საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ მცველი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში „იუვენტუსში“ გადავიდეს.

Sky Sport-ის ჟურნალისტი ლუკა მარკეტი იტყობინება, რომ „იუვენტუსი“ ორ ცენტრალურ მცველს დაიმატებს, გამოცდილს და ახალგაზრდას. ტურინელთა სამიზნედ ისევ რჩება რონალდ არაუხო, თუმცა მასთან შეთანხმება რთული იქნება, ალტერნატიული ვარიანტები კი, კევინ დანსო, ფიკაიო ტომორი, ანტონიო სილვა და დავიდ ჰანჩკო არიან.

ახალგაზრდა მცველებს რაც შეეხებათ, მარკეტიმ მხოლოდ საბა გოგლიჩიძის ვარიანტი დაასახელა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე არ უსაუბრია.

ცნობილია, რომ 20 წლის ქართველით „იუვენტუსის“ გარდა, „მილანიცაა“ დაინტერესებული და ყველაფერი უახლოეს დღეებში უნდა გაირკვეს.

მიმდინარე სეზონში საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის“ მაისურით სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა.

0.136977