„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ მარკუს რაშფორდს მომავალი კლუბის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ ჟურნალისტი და ინსაიდერი მატეო მორეტო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) წერს.
წყაროს ცნობით, ამჟამად არ არსებობს შეთანხმება „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მილანს“ შორის, ვისთანაც ინგლისელის აგენტი მოლაპარაკებებს აწარმოებს. აღნიშნულია, რომ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში „ბარსელონაცაა“ ჩართული, თუმცა კატალონიელები აქტიურ მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ იმის გამო, რომ ანსუ ფატის მომავლის საკითხი არ გადაუწყვეტიათ.“
რაშფორდს ასევე აკვირდებიან „იუვენტუსი,“ დორტმუნდის „ბორუსია“ და პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი.
ინსაიდერის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „მილანი“ რაშფორდისგან პასუხს უახლოეს მომავალში ელის, რადგან ინგლისელის არჩევანი განსაზღვრავს „როსონერის“ შემდგომ მოლაპარაკებებს „მანჩესტერ სიტის“ მცველ კაილ უოკერთან. არაევროკავშირის მოთამაშეების წესის გამო, „მილანს“ შეუძლია მხოლოდ ერთი ტრანსფერის დაშვება.