საუდური „ალ-ჰილალის“ თავდამსხმელი ნეიმარი ამერიკულ „ჩიკაგო ფაირთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს - გვამცნობს Footmercato.
„ჩიკაგო ფაირი“ ტრანსფერის განხორციელებას იანვარში გეგმავს. ამჟამად ფეხბურთელთან ორწლიანი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, ამ დროისთვის არაფერია გადაწყვეტილი.
32 წლის ნეიმარს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. მისი კონტრაქტი კლუბთან მიმდინარე სეზონის ბოლომდეა ძალაში.
„ჩიკაგო ფაირი“ MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის 2024 წლის სეზონში ბოლო, მე-15 ადგილზე გავიდა.