მადრიდის „რეალმა" თითქმის შეათანხმა კონტრაქტის პირობები მიუნხენის „ბაიერნის" მცველ ალფონსო დევისთან ზაფხულის ტრანსფერზე თავისუფალი აგენტის სტატუსით - წერს Marca.
წყაროს ცნობით, მხარეები პირადი ხელშეკრულების პირობებზე სიტყვიერად შეთანხმდნენ. კანადელი ფეხბურთელი საზაფხულო სატრანსფერო გარიგებას სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გააფორმებს.
დევისს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში 24 წლის კანადელმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.