ფეხბურთი

2:19 | 16.01.2025 | ნანახია NaN - ჯერ

პსჟ საფრანგეთის თასის მერვედფინალში მძიმე გამარჯვებით გავიდა

„პარი სენ-ჟერმენი“, რომელსაც სულ მალე ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება, საფრანგეთის თასის მერვედფინალში გავიდა.

ლუის ენრიკეს გუნდმა 1/16-ფინალში „ესპალი“ 4:2 დაამარცხა. პსჟ-მ მესამე წუთზე გაუშვა და აგებდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს უორენ ზაირ-ემერიმ წონასწორობა აღადგინა. 67-ე წუთზე დეზირე დუემ წინ გაიყვანა პარიზელები, რასაც მასპინძლებმა ოთხ წუთში უპასუხეს და გაათანაბრეს.

„პარი სენ-ჟერმენმა“ სუსტი მეტოქე მატჩის ბოლოს, 88-ე და 92-ე წუთებზე გატანილი გოლებით გატეხა, თორემ პენალტების სერიაში მოუწევდა ბრძოლა. ბოლოსკენ გოლები ბრედლი ბარკოლამ და გონსალო რამოშმა გაიტანეს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:43 | 31.05.2021
davidinho (1027)

კაი ერთი რას ამბობ

0.065991