ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში „არსენალმა“ ლონდონურ დერბიში „ტოტენჰემი“ 2:1 დაამარცხა და „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 2 ქულით შეამცირა.
„ტოტენჰემი“ 25-ე წუთზე ჰონ-მინ სონის გოლით დაწინაურდა, მაგრამ „მეთოფეებმა“ პირველივე ტაიმში შეძლეს წინ გასვლა. ჯერ დომინიკ სოლანკემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 44-ე წუთზე ლეანდრო ტროსარმა მეორე გაიტანა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
„არსენალმა“ 43 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზეა, „ლივერპულს“ კი 4 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით მეტიც აქვს ჩატარებული.
დღესვე, პრემიერლიგაში „ასტონ ვილამ“ სტუმრად „ევერტონს“ 1:0 აჯობა, სადაც დევიდ მოიესის დაბრუნება წარუმატებელი გამოვიდა. რუუდ ვან ნისტელროის „ლესტერი“ ისევ დამარცხდა, ამჯერად შინ „კრისტალ პალასთან“ 0:2, ხოლო „ნიუკასლმა“ ზედიზედ მეექვსე თამაში მოიგო, „ვულვზთან“ 3:0 და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე გადავიდა, „ჩელსის“ გადაასწრო.